პური წყალში დავალბოთ, შემდეგ დოლბანდში გავწუროთ და საცერზე გავატაროთ. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. ხორცის ნაჭრები ყველა მხრიდან შევბრაწოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და პაპრიკა. შევურიოთ ტომატპასტა და ამოვურიოთ. დავასხათ 30 მლ ლუდი და 5 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ 1 ლ ბულიონი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. როდესაც ბულიონი ადუღდება, ჩავუმატოთ პური, თავშავა და 1-1,5 საათის განმავლობაში თავმოხდილი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე გულიაშს დარჩენილი ლუდიც დაუმატოთ.რჩევაგულიაში შეგვიძლია მოვამზადოთ საქონლის ხორცისგანაც, ოღონდ ხორცი უფრო დიდხანს უნდა ვშუშოთ რათა დარბილდეს.