ხახვსა და პომიდორში ჩაშუშული ბატკნის ხორცი
დრო 75წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბატკნის ხორცი - 1 კგ
  • პომიდორი საკუთარ წვენში - 1 კგ (შეიძლება ცოცხალი პომიდორიც)
  • ხახვი - 6 თავი
  • ნიორი - 5-6 კბილი
  • რეჰანი
  • მარილი და პილპილი
  • დაფნის ფოთოლი

მომზადების წესები
ხორცი გარეცხეთ, გაამშრალეთ,  დაჭერით ულუფებად და დაბრაწეთ ზეთსი მაღალ ცეცხლზე. ხახვი ჯერ ოთხად გაჭერით, შემდეგ კი თხლად დაჭერით ალყა-ალყად). ნიორი და მწვანილი წვრილად დაკეპეთ.
დააყარეთ ხახვი დაბრაწულ ხორცს, დაუწიეთ ცეცხლს და მოშუშეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ დაამატეთ თწვრილად დაკეპილი პომიდორი და დაახურეთ თავსახური. წამოდუღების შემდეგ დაამატეთ დაფნა და შუშეთ სანამ ხორცი დარბილდება, დაბალ ცეცხლზე.
მზა კერძს დაამატეთ მარილი, პილპილი, ნიორი და მწვანილი.
ტეგები:
პამიდორი ბატკნის ხორცი ნანახია: 3556