ჩიზქეიქისთვის მოამზადეთ საშუალო ზომის გვერდებმოსახსნელი ფორმა. 15 გ ჟელატინი ცოტა წყალში დაალბეთ 30 წუთი. 1 ქილა ატამი გადაწურეთ და მის სიროპში დაალბეთ დარჩენილი ჟელატინი.ფხვიერი ნამცვარი დაფხვენით და შეურიეთ კარაქი. ჩატკეპნეთ ეს მასა ფორმის ძირში. შედგით მაცივარში სანამ კრემს მოამზადებთ. წყალში დამბალი ჟელატინი გაათბეთ, რომ გადნეს. ათქვიფეთ შაქარი, ნაღები და ვანილი. ცალკე ათქვიფეთ საცერში გატარებული ხაჭო და შეურიეთ ნაღების კრემს. ბოლოს დაამატეთ ჟელატინი. ჩაასხით ფორმაში, ჩაამატეთ დაჭრილი ატამი და შედგით მაცივარში.გაადნეთ სიროპში დამბალი ჟელატინი. დარჩენილი ატამი დაჭერით თხელ ფირფიტებად და ლამაზად დაალაგეთ ნამცხვრის ზედაპირზე. მოასხით ჟელატინიანი სიროპი და შეაბრუნეთ მაცივარში.