საშუალო ზომის ქათამი ტაფაზე ან ღუმელში კარგად დაბრაწეთ. დაჭერით და ჩაალაგეთ შესაბამის ჭურჭელში.ახალი ტყემალი მოთუთქეთ და საცერში გაატარეთ.ნიგოზი, ნიორი, დაჭრილი მწვანილი, 1 ჩაის ჭიქა ახალი ტყემალი, ცოტაოდენი ადუღებული წყალი ბლენდერში ერთან მასად აქციეთ. გემოვნებით დაამატეთ მარილი და წიწაკა, თუ საჭიროა ცოტა წყალიც.შეურიეთ ამ სოუსს ქათმის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმი (რამდენიმე კოვზი) და მოასხით შემწვარი ქათმის ნაჭრებს.