ღუმელში შემწვარი ბატკნის ბარკალი - სუფრის მშვენება!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბატკნის ბარკალი - 2.5 კგ
  • როზმარინი - 3-4 ტოტი
  • მდოგვი - 5 ს.კ
  • თაფლი - 1 ს.კ
  • ნიორი - 1 თავი
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები
მარინადისთვის ერთმანეთს შეურიეთ მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი, ზეთი, თაფლი, და როზმარინის დაჭრილი ფოთლები. 

ბარკალს კარგად შეაზილეთ მარილი, პილპილი და მარინადი. გაახვიეთ ფოლგაში და შეინახეთ მაცივარში 1 ღამე.  შეწვამდე 2-3 საათით ადრე მაცივრიდან გამოიღეთ და ოტახის ტემპერატურაზე დატოვეთ.
ჯერ  შეწვით 20 წუთი 230 გრადუსზე, ხოლო ზემოდან მობრაწწვის შემდეგ განაგრძეთ წვა 100 გრადუსზე 3 საათი.

თუ გაქვთ ხორცის თერმომეტრი, ჩაარჭვეთ ყველაზე სქელ ნაწილში და გაზომეთ წვის ხარისხი:
საშუალო წვა, მედიუმი - 54-57 გრადუსი ცელსიუსით,
ბოლომდე შემწვარი - 65-68 გრადუსზი ცელსიუსით.
ბოლომდე შემწვარი ხორცი აღარ არის წვნიანი და ნაზი, ამიტომ ოპტიმალურია 63 გრადუსზე შემწვარი, როცა ხორცი რჩება ნაზი, რბილი და აქვს ვარდისფერი წვენი.

მზა ხორცს მაშინვე ნუ დაჭრით, დააფარეთ ფოლგა და დაასვენეთ 15-20 წუთი.
ტეგები:
ბატკნის ხორცი ნანახია: 2971