ქვაბში მოათავსეთ ხორცი, დაასხით წყალი და ხარშეთ. მოხადეთ ქაფი საჭიროების მიხედვით. ბულიონის მოსამზადებლად ხორცს რამდენიმე საათი სჭირდება. საბოლოოდ ხორცი ამოიღეთ, გააცალეთ ძვალს, დაჭერით პატარა ან საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩააბრუნეთ ქვაბში. დაჭერით ხახვი და დახეხეთ სტაფილო, ტაფაზე დაასხით 1-2 სადილის კოვზი ზეთი და დააყარეთ ხახვი და სტაფილო; როცა მოითუშება ჩაუშვით ბულიონის ქვაბში, მაშინვე დაამატეთ საშუალო ზომაზე დაჭრილი კარტოფილი. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი; ამ დროს გარეცხეთ და დაჭერით მჟაუნა და ჩაყარეთ ქვაბში. აცალეთ 15 წუთი მაინც, რომ სიმჟავე კარგად "გამოვიდეს". ; ბულიონში ბოსტნეულის დამატებიდან დაახლოებით 20-25 წუთში გასინჯეთ გემო დაამატეთ მარილი გემოვნებით. ქურის გამორთვამდე 2-3 წუთით ადრე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები. მწვანილებს დიდხანს ნუ ხარშავთ, თორემ მწვანე ფერი ყავისფერით შეიცვლება. მჟაუნის წვნიანს ძალიან უხდება ბევრი მწვანილი, ამიტომ უქენით გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ წვნიანებს.