დაჭერით ძეხვი და შებრაწეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთში. შემდეგ იმავე ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი გახეხილ სტაფილოსთან ერთად. დაამატეთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და წიწაკა. დაამატეთ დაფნა. ბულიონი აადუღეთ და დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ძეხვი და მოშუშული ბოსტნეული. ხარშეთ 10-15 წუთი, სანამ კარტოფილი დარბილდება. გემოვნებით დაამატეთ წიწაკა, მარილი, პილპილი და მწვანილი.