გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გახსენით თბილ რძეში საფუარი. გაადნეთ კარაქი. ფქვილს შეურიეთ მარილი და შაქარი. შემდეგ დაამატეთ რძე, კვერცხი და კარაქი. მოზილეთ ცომი და დადგით გასაფუებლად. აფუების შემდეგ ხელახლა გადაზილეთ - ეს აუცილებელია ფუმფულა ბრიოშის მისაღებად. ხელახლა რომ ამოფუვდება, გადაიტანეთ ფორმაში. შეგიძლიათ მისცეთ სხვადასხვა ფორმა. აცალეთ 15-20 წუთი, შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ.