ხაჭო გაატარეთ საცერში, შემდეგ კარგად ათქვიფეთ არაჯანთან ერთად. შეათქვიფეთ შაქარი და კრემ-ყველი. დაამატეთ ვანილიც. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ კრემს. ჟელატინი დაალბეთ 20-30 წუთით ცოტა ცივ წყალშ. შემდეგ ზემდეტი წყალი გადაწურეთ, ჟელატინი კი გაადნეთ და დაამატეთ კრემს.თანაბარი ზომის მარწყვები დაჭერით ფირფიტებად და შემოალაგეთ 22 სმ დიამეტრის ფორმის გვერდებზე. დანარჩენი მარწყვი დაჭერით და კრემში შეურიეთ. ჩაასხით კრემი ფორმაში და შედგით მაცივარში. ცოტა რომ შემაგრდება, გაადნეთ შოკოლადი 2-3 ს.კ რძესთან ან კარაქთან ერთად, გააგრილეთ და მოასხით ზემოდან, კვლავ შეაბრუნეთ მაცივარში. მზა დესერტი მორთეთ ხილით.