გააკეთეთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა შაქართან ერთად ცალკე ათქვიფეთ, სანამ მკვრივ პრიალა ბეზეს არ მიიღებთ. შემდეგ შეურიეთ გულები, შეათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. ბოლოს შეურიეთ ფქვილი მიქსერის გარეშე.22 სმ ფორმას ჩააფინეთ ძირში ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთიკრემი: დარბილებული კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე. შეურიეთ შესქელებული რძე და კაკაო.გაცივებული ბისკვიტი გაჭერით სამად და წაუსვით კრემი. შეგიძლიათ დანამოთ ხილის წვენით. ზემოდან დაალაგეთ ხილი, შეგიძლიათ შოკოლადიც მოასხათ.