ხახვი დაჭერით ალყა-ალყად. გათლილი კარტოფილი დაჭერით თხელ ფირფიტებად. ერთად შეწვით ტაფაზე, დარბილებამდე. მაქსიმალურად გადაუწურეთ ზედმეტი ცხიმი. შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი, მარილი, პილპილი და დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე, მოასწორეთ ზედაპირი და თავდახურული შეწვით. ქვედა მხრიდან რომ მომზადდება, თეფშის დახმარებით ამოაბრუნეთ და მეორე მხრიდანაც შეწვით.