ადუღებულ წყალში ჩავყაროთ წინასწარ გარეცხილი ბრინჯი და ვხარშოთ 20წთ დაბალ ცეცხლზე. გადავიღოთ თუშფალანგზე და გავწუროთ. გადავიტანოთ სასალათე ჯამში და დავუმატოთ მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხი, გაწურული თინუსის კონსერვი (შეგიძლიათ კრაბის ჩხირებიც), გაწურული დაკონსერვებული ბარდა, დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა, წინასწარ ერთმანეთში არეული მაიონეზი და მდოგვი, ლიმონის წვენი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. შეინახეთ მაცივარში 1 საათი და გემრიელად მიირთვით :)