ბისკვიტი დავაქუცმაცოთ და ავურიოთ კრემში. მსალი გავფცქვნათ ისე, რომ ყუნწი დავუტოვოთ. გავითვალისწინოთ, რომ მსხალი არ უნდა იყოს რბილი და ძალიან მწიფე. ქვემოდან ფრთხილად გამოვაცალოთ კურკები. ქვაბში ჩავასხათ ღვინო. დავუმატოთ მიხაკი, დარიჩინი, შაქარი და როდესაც ადუღდება, ჩავაწყოთ მთელ-მთელი მსხალი, ასევე მსხლის პატარა ნაჭრები, რაც მსხლის ძირის დასახურად იქნება საჭირო. მსხალი დაახლოებით 20 წუთი ვადუღოთ. ღვინოში უნდა მოიხარშოს. შემდეგ გადავიტანოთ საწურზე და გავაცივოთ. კარგად რომ დაიწურება, გულსართად ჩავუდოთ კრემიანი ბისკვიტი, ძირი კი მსხლის პატარა ნაჭრით დავუცვათ. გულსართიანი მსხლები 2 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი, ცოტაოდენი ზეთით გავათხელოთ და შიგ ამოვავლოთ მსხალი.