ნაყინი თასში გადაიტანეთ რომ ცოტა დარბილდეს. ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და სოდა, შემდეგ დაამატეთ ნაყინს. შეურიეთ შოკოლადის ნატეხებიც. გადაიტანეთ ეს ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე 40-45 წუთი.