საშუალო ცეცხლზე დავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ნიორი, მარილი, წიწაკა და ვურიოთ დაახლოებით 1 წუთი. შევურიოთ ფქვილი, ისე რომ მორევა არ შევაჩეროთ. ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ჩავასხათ რძე ნელ-ნელა, თან არ დაგვავიწყდეს, რომ მორევა არ უნდა შევაჩეროთ. ჩავასხათ ღვინო და ბოსტნეულის ან ქათმის ნახარში. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ხახვი არ დარბილდება.ულუფებზე მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. თუ გიყვართ, ძალიან უხდება სულ ცოტა დარიჩინი.