1. ქათმის ფილე გავჭრათ შუაზე, ისე რომ ბოლოები შეერთებული დარჩეს. დავაფინოთ ბეკონის და ყველის ფენები, დავახვიოთ და კბილის ჩხირებით დავამაგროთ.შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი, პაპრიკა და გამზადებული ფილეები კარგად ამოვსვაროთ.2. კარაქი დავადნოთ ტაფაზე და შევწვათ ფილეები ყველა მხრიდან. დავსხათ ღვინო და ბულიონი(შეგვიძლია ბულიონის მაგივრად წყალიც),დავახუროთ თავზე და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი.3. მზა ქათამს ამოვაცალოთ ჩხირები, ამოვალაგოთ სასურველ ჭურჭელზე და თავზე მოვასხათ ფრანგული სოუსი, რომელიც ასე მზადდება: მაღალცხიმიანი ნაღები და წმინდად გაცრილი სიმინდის ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს და ვურიოთ ტაფაზე სანამ არ გასქელდება.