ყველი დავხეხოთ ან დავჭრათ პატარა კუბიკებად. წვრილად დავჭრათ კამა. დავჭყლიტოთ ნიორი. ლავაში დავჭრათ 8-10 სმ სიგრძეზე და 10-12 სმ სიგანეზე. ავთქვიფოთ კვერცხიმომზადება: დავაფინოთ დაჭრილი ლავაში, დავაყაროთ ყველი, ნიორი, კამა და ბლინებივით შევახვიოთ. ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში და კარგად გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე შევბრაწოთ ყველა მხრიდან. მივირთვათ არაჟანთან.