1. დავტეხოთ შავი შოკოლადის ფილა, ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში და ძალიან ნელ ცეცხლზე დავადნოთ.2. მაღალ პროცენტიანი ნაღები ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში და ისიც, ნელ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე, შევურიოთ გამდნარი შოკოლადი და დაველოდოთ შეგრილებას. ვუყოთ ვანილი, ცოტა მარილი, კონიაკი ან სასურველი ლიქიორი და მიქსერით ავთქვიფოთ.3. შევდგათ საყინულეში 1 საათით. 4.კარგად გაციებული მასა ამოვიღოთ კოვზით, ხელით მივცეთ ბურთების ფორმა და ამოვსვაროთ კაკაოს ფხვნილში, ან წვრილად დაჭრილ მოხალულ თხილში. გავაციოთ და ისე მივირთვათ.