1. 1 ლ რძე და 0,5 ლ ნაღები კარგად ავთქვიფოთ, ჩავუმატოთ 1 კვერცხის გული და ძალიან ნელ-ნელა ჩავაყაროთ 300 გრ შაქარი, რა თქმა უნდა არ უნდა შევაჩეროთ თქვეფა. ვუყოთ 2 სკ სახამებელი, 1 სკ ფქვილი, 3 სკ კაკაოს ფხვნილი, ვანილი და ყვალაფერი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. 2. მიღებული მასა შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ დაახლოებით 15 წუთი და როცა შესქელდება გადმოვდგათ და გავაგრილოთ. 3. მზა პუდინგი გავანაწილოთ ჭიქებში ( შეგიძლიათ ფენა-ფენა ჩაულაგოთ სეზონური ხილი) და შევდგათ მაცივარში 3 საათით.