100 გრ შოკოლადის ფილა დავაქუცმაცოთ, მოვათავსოთ ქვაბში 50 გრ კარაქთან, 5 სკ შაქართან, 3 სკ კაკაოსთან ერთად და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, თან ვურიოთ. ყველაფერი რომ გადნება შევურიოთ 2 კვერცხის გული და კარგად გავხსნათ. მიღებული მასა დავტოვოთ ორთქლზე 5-7 წუთი. ჩავასხათ შესქელებული რძე, კარგად შევურიოთ და კვლავ დავტოვოთ ორთქლზე დაახლოებით იმდენივე ხნით. გადმოვდგათ და გავაგრილოთ.გავთქვიფოთ 400 მლ მაღალპროცენტიანი ნაღები, ნაწილ-ნაწილ შევურიოთ შოკოლადიანი მასა, თან ვურიოთ რომ მივიღოთ ერთგვარი კრემისებური კონსისტენცია და არ აგვეჭრას. ჩავასხათ კონტეინერში და გავყინოთ.