1. ბლენდერით დავაქუცმაცოთ მარწყვი, დავაყაროთ ჟელატინი, ამოვურიოთ და ცოტა ხანი დავდგათ. 2. დავუმატოთ შაქრის პუდრა, ჩავასხათ ლიმონის წვენი და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ. (არ მივიყვანოთ ადუღებამდე) 3. მიღებული მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაგრილოთ. ავთქვიფოთ მიქსერით დაახლოებით 5-6 წუთი, სანამ არ გასქელდება და გაღიავდება. 4. ჩავასხათ მოგრძო ფორმაში და შევდგათ მაცივარში 5 საათი. 5. დავჭრათ პატარა კუბიკებად და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.