კარგად ამოვიყვანოთ არაჟანი და შაქარი. დავუმატოთ კვერცხი.შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, ვანილი და მარილი. ჩავყაროთ არაჟნის მასაში და მოვზილოთ ცომი.გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ დონატების ფორმებზე და შევწვათ ადუღებულ ზეთში ორივე მხრიდან.გამომცხვარ დონატებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი ან მოვასხათ შაქრის სიროფი, სანამ ცხელია.