1. მოათავსეთ ქვაბში ხორცი, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როგორც კი დუღილს დაიწყებს ჩაამატეთ 1 ჩკ მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და 2-3 დაფნის ფოთოლი. ადუღეთ 20 წუთი და ამოალაგეთ ხორცი.2. დაჭერით კარტოფილი. ჩაყარეთ ბულიონში და ხარშეთ 5-7 წუთი.3. კარაქში მოშუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ დახეხილი სტაფილო. ჩაამატეთ ბულიონში და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 5-7 წუთი.4. კუბიკებად დაჭერით მოხარშული ხორცი და მოათავსეთ ბულიონში. დატოვეთ ცეცხლზე 3-4 წუთი.5. ბოლოს უყავით დახეხილი უმარილო ყველი, მარილი, წიწაკა. ამოურიეთ და გამორთეთ ცეცხლი.სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი მწვანილი.გემრიელად მიირთვით !