1. გარეცხეთ კიტრი და დატოვეთ ცივ წყალში 2 საათი. 2. მსხვილად დაჭერით მწვანილი, გაარჩიეთ ნიორი, დატეხეთ პირშუშხას ფოთლები და ეს ყველაფერი ემალირებული ჭურჭლის ძირზე ჩააფინეთ, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და მთელ-მთელი წითელი წიწაკა. ჩააწყვეთ კიტრი და გაიმეორეთ ასე სანამ ინგრედიენტები არ გათავდება. ბოლო ფენა კიტრს მოაწყვეთ, მხოლოდ, პირშუშხას ფოთლები. 3. დაასხით 3 ლიტრა ცხელი წყალი, დაადეთ სიმძიმე და დატოვეთ 2-3 დღე.