თბილ წყალში გავხსნათ მარილი, საფუარი და შაქარი. როცა ამოფუვდება, დავაყაროთ ფქვილი და შევაზილოთ ზეთი. მოვამზადოთ ნაზი ცომი, ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად. დამდნარ ერბოში თანდათან ჩავაყაროთ 1-2 ჭიქა ფქვილი, სანამ არ მივიღებთ ცხიმიან, ფხვიერ მასას. გულსართი გადმოვიღოთ თასში, დავაყაროთ ვანილი, მარილი და შაქარი, მოვათავსოთ ცომის გუნდებში, წავუსვათ ზემოდან ერბო, მოვაყაროთ ქადის გული და გამოვაცხოთ ღუმელში.