1. თბილ რძეში ჩავყაროთ საფუარი და გავაჩეროთ 10 წუთი. 2. ცალკე ჯამში შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, ვანილი და მარილი, ჩავასხათ მომზადებული საფუარი, თან ჩავახალოთ გათქვეფილი კვერცხი, მოვზილოთ ცომი.3. ყველაფერი რომ შეერევა ერთმანეთს შევაზილოთ დარბილებული, კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ვზილოთ კიდევ 10 წუთი. შევფუთოთ ცომი და დავდგათ ასაფუებლად.4. ცომი ორჯერ რომ მოიმატებს ზომაში, გადმოვიღოთ სამუშაო დაფაზე, გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ამოვჭრათ რგოლები. სამი რგოლი ერთად გადავახვიოთ და დანით გავჭრათ შუაზე.5. ჩავაწყოთ ნაჭრები ცხიმწასმულ ფორმაში ისე როგორც სურათშია ნაჩვენები ან თითოეული ჩავდოთ პატარა კექსის ფორმებში.დადგით ასაფუებლად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.წარმატებას გისურვებთ!