1. ცომი:1/2 ჭიქა თბილ რძეს შევურიოთ 1 სკ საფუარი და 250 გრ ფქვილი, დავდგათ თბილ ადგილას 1 საათი. დრო რომ გავა ჩავამატოთ დარჩენილი რძე, 2 სკ შაქარი, 1/4 ჩკ მარილი, ვანილი, 2 კვერცხი, 60 გრ დამდნარი კარაქი, დარჩენილი 250 გრ ფქვილი და მოვზილოთ ცომი მანამ სანამ პრიალა არ გახდება. შევინახოთ მაცივარში 2 საათი.2. გულსართი:გარეცხილი ჟოლო ჩავყაროთ ბლენდერში შაქართან ერთად და 2-3ჯერ დავატრიალოთ, ვუყოთ ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა და მიღებული მასა შემოვდგათ ცეცხლზე, თან ვურიოთ, სანამ არ გასქელდება.3. მომზადება:გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ჩაუდეთ გულსართი და გადაკეცეთ ისე, როგორც სურათებშია ნაჩვენები.4. ფუნთუშები გამოაცხვეთ 210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გაგრილებულს მოაყარეთ შაქრის პუდრი.