1. შეაზილეთ კარაქს ფქვილი, ჩაამატეთ კვერცხი, რძე, შაქარი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მოზილეთ ცომი.2. მომზადებული ცომი კარგად ამოაკარით საცხობ ფორმას (გვერდებზეც) და შედგით მაცივარში 30 წუთი.3. გულსართი: ხაჭოს შეურიეთ კვერცხი, შაქარი, სახამებელი და ვანილი.4. მომზადება: ცომი შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 10 წუთი. გამოიღეთ და ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ გულსართი, მოაწყვეთ შუაზე დაყოფილი გარგრები და გააგრძელეთ ცხობა სანამ ოქროსფრად არ მოიბაწება.