1. ცომი: ფქვილს შეურიეთ გახეხილი მარგარინი. დაასხით კეფირში არეული სოდა და მარილი. მოზილეთ ელასტიური ცომი.2. მოხარშეთ საქონლის ხორცი ან ქათმის ფილე. არ გადაღვაროთ ნახარში. ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად.3. მოხარშეთ კარტოფილი. დაჭერით პატარა კუბიკებად.4. შეურიეთ ერთმანეთს კარტოფილი და ხორცი, შეაზავეთ მარილით, წიწაკით და თქვენთვის სასურველი სუნელებით.5. მომზადება: გააბრტყელეთ ცომი, გამოჭერით მრგვალი ფორმები. შუაში ჩადეთ მომზადებული გულსართი და ცომის გვერდები ამოუკეცეთ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. მომზადებული ღვეზელები მოათავსეთ საცხობ სინზე ერთმანეთისგან მოშორებით, წაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ცხობის ბოლოსკენ თითოეულ ღვეზელში ჩაასხით 0,5 სკ ნახარში, შედგით ისევ ღუმელში და დაასრულეთ ცხობა.