ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ ბლომად მარილი და როდესაც მუქი ფერის წვენი გაუვა, გავწუროთ და გამდინარე წყალში გავავლოთ. ბადრიჯნის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში. ცალკე მოვშუშოთ ხახვიც. ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ ბადრიჯნის ნაჭრები, მოშუშული ხახვი და ნახევრად მოხარშული ბრინჯი. ზემოდან მოვაწყოთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი, მოვაყაროთ ცოტა მარილი. ამის შემდეგ კერძი დავდგათ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვადუღოთ.