ძველებური "შოკმანჟე"- დესერტი ნაყინის მაგიერ
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

უგემრიელესი  დესერტი, ბევრი  შოკოლადით, რომელიც  ძალიან  უხდება  ზაფხულს.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5 ცალი
  • შაქარი - 100 გრ
  • კარაქი - 100 გრ
  • შავი შოკოლადი - 1 ფილა
  • კაკაო - 3 სკ
  • კონიაკი - 2 სკ
  • თხილი ან ნიგოზი - 200 გრ

მომზადების წესები
1.  გავადნოთ  შოკოლადი  კარაქთან  ერთად, ჩავუმატოთ  კონიაკი  და  წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.

2.  5 კვერცხის  ცილა  ავთქვიფოთ  სანამ  ღრუბელივით  მასას  არ მივიღებთ,  ნელ-ნელა  ჩავაყაროთ  50  გრ  შაქარი.

3.  5 კვერცხის  გული  ამოვიყვანოთ  კარგად  50  გრ  შაქართან  ერთად, ჩავაყაროთ  კაკაო.  შევურიოთ  გამდნარ  შოკოლადს, შემდეგ  კი ამოყვანილ  კვერცხის  ცილას.

4.  გაანაწილეთ  ჭიქებში,  მოაყარეთ  თავზე  დაჭრილი  თხილი  ან  ნიგოზი  და  შედგით  საყინულეში.