1. გაატერეთ ხორცსაკეპში ხორცი, ხახვი, ნიორი, ქინძი, ოხრახუში, უყავით მარილი, წიწაკა, ცოტა უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი, შეაზილეთ ერთი ცალი კვერცხი და გააჩერეთ 15 წუთი.2. მომზადებული ფარშით გააკეთეთ ბურთები, ამოსვარეთ ფქვილში და შეწვით ზეთიან ტაფაზე. 3. ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, ჩაამატეთ გახეხილი პომიდორი, უყავით მარილი, წიწაკა, რომ შესქელდება ჩაალაგეთ წვენში გუფთები, დააფარეთ თავი, ერთხელ კარგად წამოადუღეთ და გადმოდგით. (შეგიძლიათ დაამატოთ ცალკე მოხარშული კარტოფილი)4. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.