ცხვრის ნეკნები დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ლიმონის წვენი, სოიის სოუსი, მოვაყაროთ პილპილი, ცოტა მარილი და 3-3,5 საათით შევდგათ მაცივარში, შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ გაცხელებულ კარაქში. მზა ნეკნებს მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და ისე მივიტანოთ სუფრასთან.პიკანტური არომატის მისაცემად ლიმონის წვენის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ თეთრი მშრალი ღვინო.