1. გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად, ჩავუმატოთ კონიაკი და წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.2. 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი.3. 5 კვერცხის გული ამოვიყვანოთ კარგად 50 გრ შაქართან ერთად, ჩავაყაროთ კაკაო, ვანილი. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი ამოყვანილ კვერცხის ცილას.4. გაანაწილეთ ჭიქებში, მოასხით ზემოდან ნაღები, მოაყარეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და შედგით საყინულეში.