შევათბოთ რძე, დავუმატოთ კარაქი და როდესაც ოდნავ ცხელი გახდება დავუმატოთ კვერცხისა და 150გ შაქრის გოგლიმოგლი, წინასწარ ცოტა რძეში გახსნილი 2 ს კ საფუარი, ვანილი, მარილი და შევაზილოთ ფქილი რამდენსაც შეიზელს რბილი ელასტიური ცომის მიღებამდე. დავდგათ თბილ ადგილას და დაველოდოთ აფუებას.გულსართი: დაფქვილ თხილს ან ნიგოზს შევურიოთ შაქარი და ვანილი, შევაზილოთ დარბილებული კარაქი.მომზადება:ზეთიანი ხელით გავაკეთოთ ცომიდან 3 გუნდა, გავაბრტყელოთ, გავანაწილოთ ზედ გულსართის 1/3, გადავახვიოთ რულეტისებურად და დავჭრათ რგოლებად. საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, დავალაგოთ ზედ რგოლები, დავაფაროთ ტილო და დაველოდოთ აფუებას 30 წუთი. შემდეგ თავზე მოვუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.გემრიელად მიირთვით!