საფუვრიანი მაჭკატები არაჟნით
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 სკ
  • გამდნარი კარაქი - 1 სკ
  • ფქვილი - 150 გრ
  • თბილი რძე - 150 მლ
  • მშრალი საფუარი - 10 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესები
2 ს.კ. ფქვილი, საფუარი, მარილი და შაქარი ავურიოთ, დავასხათ თბილი რძე და კარგად გავხსნათ. დავუმატოთ კვერცხის გული (ცილა შევინახოთ), გამდნარი კარაქი, დანარჩენი ფქვილი და ტილოგადაფარებული 15-20 წუთით დავდგათ, რომ აფუვდეს.
ცილა კარგად ავთქვიფოთ, სანამ ღრუბლისებრ მასას მივიღებთ და აფუებულ ცომს შევურიოთ.
ცომი სადილის კოვზით მოვათავსოთ გაცხელებულ ზეთში, ტაფაზე და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ.
მაჭკატები მივირთვათ შაქრის პუდრით, ალუბლითა და არაჟნით.
რჩევა
შეგვიძლია მაჭკატები შაქრის გარეშე მოვამზადოთ და თევზსა და ხიზილალასთან ერთად მივირთვათ.

ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)