ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს. ყველი დავჭრათ პატარა კუბებად ან მსხვილად გავხეხოთ. ტარხუნას მოვაჭრათ უხეში ღეროები და წვრილად დავჭრათ.როდესაც ბრინჯი გაცივდება, დავუმატოთ ტარხუნა, ყველი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად ავურიოთ.ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ. ერთ ნაწილზე დავდოთ გულსართი და მეორე ნაწილი ზემოდან გადავაფაროთ. კიდეებზე ჩანგლით დავაწვეთ, რომ პირი კარგად შეიკრას და ცხობისას არ გაიხსნას. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, მოვაყაროთ ქუნჯუთის მარცვლები და შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 15 წუთში ცეცხლს 170 გრადუსამდე დავუწიოთ. ვაცხოთ სანამ დაიბრაწება.ჟურნალი "გემრიელი"(გამოდის თვის დასაწყისში)