1. 3 ცალი ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, ისე რომ მიიღოთ 6 ფენა. დაბეგვეთ ოდნავ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, თითოეულს დაადეთ ფენოვანი ყველი და ლორი და გადაახვიეთ რულეტისებურად. ამოსვარეთ რულეტები 3 სკ ფქვილისა 1 ჩკ პაპრიკის ნაზავში. აუცილებლად შეკარით კბილის ჩხირებით, რათა შეწვისას არ გაიხსნას.2. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა და შეწვით რულეტები ყველა მხრიდან. იგივე ტაფაზე დაასხით 1/2 ჭიქა ღვინო, უყავით მარილი, წიწაკა, დააფარეთ თავი და გააჩერეთ ცეცხლზე 30 წუთი.3. შემწვარი რულეტები ამოალაგეთ ცალკე ჭურჭელზე.4. სოუსის მომზადება: შეურიეთ სახამებელი ნაღებს და დაასხით ტაფაზე, რომელშიც რულეტები შეწვით, ურიეთ სანამ მასა არ გასქელდება.5. მოასხით მომზადებული სოუსი ქათმის რულეტებს და მოაყარეთ პაპრიკა.