ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ ცხელი წყალი და ავადუღოთ. მერე ჩავამატოთ წინასწარ ცივ წყალში დამბალი ჟელატინი, კარგად ავურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩავასხათ წითელი ღვინო, დავუმატოთ ვანილი და ლიმონის წვენი. ჩავასხათ ყალიბში და გავაციოთ. თავზე მოვაწყოთ სეზონური ხილი.