1. კვერცხი და შაქარი ამოიყვანეთ მიქსერით გათეთრებამდე. ჩაამატეთ ფქვილი, სოდა, გამდნარი კარაქი, არაჟანი, ვანილი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. მიიღებთ თხელ არაჟნისებურ ცომს.2. გაყავით ცომი ორ ნაწილად. ერთს ჩაამატეთ 2 სკ ფქვილი, მეორეს კი 2 სკ კაკაო. 3. 26-28 სმ დიამეტრის ყალიბს წაუსვით ცხიმი და ორივე ცომი ჩაასხით რიგ-რიგობით პატარა პორციებით.4. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30 -40 წუთი.