1. ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, შეაზილეთ მარილი და შავი წიწაკა, გააჩერეთ 10 წუთი და შეწვით კარაქიან ტაფაზე ორივე მხრიდან.2. მოშუშეთ კარაქში ხახვი, 5 წუთში დაამატეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ სანამ სოკო არ მომზადდება. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, მდოგვი, მარილი და შავი წიწაკა, ამოურიეთ, წამოადუღეთ, ჩააწყვეთ ქათმის ფილე, კვლავ წამოადუღეთ და გამორთეთ. გარნირად ძალიან უხდება მოხარშული მაკარონი.