1. ხაჭოს შეურიეთ შვრიის ფანტელი, შემდეგ დაჭრილი, კანგაცლილი ვაშლი, კვერცხი, ვანილი და შეგიძოლიათ ასევე დაამატოთ 1 სკ შაქარი. 2. შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს კარგად, მოათავსეთ ცეცხლგამძლე ყალიბში, თავზე მოუსვით არაჟანში გათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სანამ თავი არ მოებრაწება. გემრიელად მიირთვით!