ბლომანჟე ჟოლოთი და ატმით
დრო 360წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • ჟელატინი - 5 ს.კ
  • რძე - 2 ჭ
  • ჟოლო - 500 გ
  • ატამი - 1 ცალი
  • შაქარი - 1.5 ჭ
  • წყალი - 1 ჭ

მომზადების წესები

ჟელატინი ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი. გავაჩეროთ 40 წუთი, რომ გაფუვდეს. თუ სითხე არ ეყო, ცოტა წყალი კიდევ დავუმატოთ.

ატამი გავფცქვანთ, დაჭერით პატარა კუბებად. გაარჩიეთ ჟოლო. რამდენიმე ცალი მოსართავად გადავინახოთ. ჟოლოსა და ატმის ნახევარი მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ 1 ჭიქა რძე და ავთქვიფოთ.

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ და შევურიოთ ხილის პიურეს. გაფუებული ჟელატინი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და კარგად რომ გაიხსნება (არ უნდა ადუღდეს!), შევურიოთ ხილისა და კვერცხის მასას. ბლომანჟე გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ მაცივარში 4-5 საათით.

გემრიელად მიირთვით!