1. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე (უმჯობესია უკრობი ზედაპირით). დადეთ ქათამი და შეწვით სანამ არ დაიბრაწება ორივე მხრიდან. მოაფრქვიეთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა. 2. გაჭერით შუაზე პომიდორი ჩერი და მოათავსეთ ტაფაზე. ურიეთ ორიოდე წუთი, სანამ დარბილებას არ დაიწყებს. შეამცირეთ ტემპერტურა და სოუსის მისაღებად პესტო და ნაღები კარგად შეურიეთ ერთმანეთს. სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი რეჰანის ფოთლები. გემრიელია ბრინჯთან და სალათასთან ან პიურესთან ერთად.