გაალღვეთ ფრთები, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაასხით ტომატის სოუსი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ქორფა მწვანილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი.შემდეგ დაუმატეთ ზეთი, დააწურეთ ლიმონი და კარგად აურიეთ. გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი ასე დამარინადებული ფრთები, შემდეგ გაახურეთ 190 გრადუსზე ღუმელი, დააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაზე და შედგით ნახევარი საათით.მომზადებული ფრთები შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით, კარტოფილით ან სხვა ბოსტნეულით.