უგემრიელესი ფლავის რეცეპტი აღმოსავლური სამზარეულოს ოსტატებისგან
დრო 90წთ
ულუფა 9
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

მან, ვისაც ერთხელ მაინც გაუკეთებია ფლოვი, იცის, რომ ეს ერთგვარ რიტუალს გავს, რომლის შედეგადაც ჯადოსნური კერძი მზადდება.

ინგრედიენტები

  • ცხვრის ხორცი - 1 კგ
  • გრძელი ბრინჯი - 500 გ
  • ხახვი - 5-6 ცალი
  • ზეთი - 200 გ
  • ნიორი - 2 თავი
  • სტაფილო - 4 ცალი
  • წითელი წიწაკა - 2 ცალი
  • ძირა - 1 სუფრის კოვზი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • კოწახური. მშრალი - 1 სუფრის კოვზი
  • შავი ქლიავის ჩირი - 8-10 ცალი
  • მუქი ქიშმიში - 150 გ

მომზადების წესები
ქვაბში ჩაასხით ზეთი და გაახურეთ. თუკი ცხვრის ქონს იყენებთ, გაადნეთ და ამოიღეთ ქვაბიდან ნარჩენები. ცხიმში ჩააგდეთ ერთი საშუალო ზომის ხახვი და გააჩერეთ იქამდე, სანამ არ გამუქდება. შემდეგ ამოიღეთ.
დაჭერით დანარჩენი ხახვი ალყა-ალყა, სტაფილო დაახლოებით 2-3 სმ-ის ჩხირებად. ჩაყარეთ გახურებულ ზეთში ხახვი და ხრაკეთ ოქროსფერის მიღებამდე. შემდეგ ჩაყარეთ სტაფილო და ხრაკეთ სანამ არ დარბილდება. ცეცხლს დაუკელით და ინტენსიურად ურიეთ, რათა თანაბრად მოიხრაკოს.
როგორც კი სტაფილო და ხახვი მზად იქნება, გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში. მოუმატეთ ცეცხლს და კვლავ გაახურეთ ცხიმი. ხელში მოსრისეთ ძირა და ჩაყარეთ ქვაბში, შემდეგ ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი ხორცი და მოურიეთ. ცხვრის ხორცმა უცებ უნდა მიიღოს ყავისფერი. მნიშვნელოვანია, რომ ცხიმი გახურებული იყოს, თორემ ხორცი გამოშრება.
ხორცს დაუმატეთ მოხრაკული ბოსტნეული, მოურიეთ და ერთად შუშეთ 3 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაუმატეთ ადუღებული წყალი, იმდენი, რომ დაფაროს ხორცი დაახლოებით 3 სმ-ის სიმაღლეზე. დაუმატეთ წითელი წიწაკა, ნიორის გაფცქვნილი კბილები დაუჭრელად, კოწახური, შავი ქლიავი, მარილი და პილპილი. ამ მასას `ზირვაკი~ ქვია. მიიყვანეთ ზირვაკი ადუღებამდე და დაუკელით ცეცხლს, ხარშეთ 40 წუთი.
სანამ ზირვაკი მზადდება, გარეცხეთ ბრინჯი კარგად, სანამ გამჭვირვალე არ გახდება.
გაუსინჯეთ ზირვაკს გემო, მარილი არ უნდა აკლდეს. ოდნავ ზედმეტიც რომ მოგივიდეთ, არ ინერვიულოთ, ბრინჯი შეიწოვს ზედმეტ მარილს. მზა ზირვაკიდან ამოიღეთ წიწაკა, ჩაყარეთ ბრინჯი და მოასწორეთ. ბრინჯმა ზირვაკი უნდა დაფაროს 2 სმ-ით. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
იმისათვის, რომ ბრინჯი თანაბრად მოიხარშოს, აუცილებელია, ფრთხილად გადმოაბრუნოთ მხოლოდ ბრინჯი, ისე, რომ ხორცს არ შეეხოთ. ქვაბის შიგთავსში ხის კოვზით გააკეთეთ ვერტიკალური ხვრელი, რომ ხორცი არ დაიწვას. დაინიშნეთ 20 წუთი. ეს დრო დაჭირდება ბრინჯს, რათა შეიწოვოს დარჩენილი სითხე და ბოლომდე მოიხარშოს. მოაყარეთ ბრინჯს ქიშმიში და გამორთეთ ცეცხლი. გააჩერეთ ფლოვი დახურულ ქვაბში 20-30 წუთი, რათა ყველაფერი ერთმანეთს გაუჯდეს.
ტეგები:
ნანახია: 6574