ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, დავასხათ ბროწეულის წვენი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და დავდგათ, რომ არომატი გაუჯდეს. ქათმის ბარკალს მოვაყაროთ მარილი და ცხიმში შევწვათ. ცხელ-ცხელი შემწვარი ხორცი სუფრასთან მივიტანოთ ბროწეულის წვენში დამარინადებულ ხახვთან ერთად. გარნირად შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც მოხარშული ბრინჯი, აგრეთვე პასტა ან შემ-წვარი კარტოფილი.