შავი შოკოლადის მუსი
დრო 300წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

"გემრიელის" გასულ ნომერში შემოგთავაზეთ თეთრი შოკოლადის მუსი. ამჯერად კი გთავაზობთ ტრადიციული ფრანგული შოკოლადის მუსის რეცეპტს, რომლის მომზადებაც შედარებით მარტივია.

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 180 გ
  • კვერცხი - 3
  • კარაქი - 1 ს.კ
  • რომი - 2 ს.კ
  • შაქარი - 1 ს.კ

მომზადების წესები
შოკოლადი დავამტვრიოთ, კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ

შოკოლადი მოვათავსოთ მეტალის ან მინის ჯამში და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. ამისთვის საჭიროა პატარა ქვაბში 1/3-ზე ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. შიგ ჩავდგათ შოკოლადით სავსე ჯამი ისე, რომ თასის ძირი წყალს არ ეხებოდეს და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

მასა ოდნავ შევაგრილოთ და კარაქი შევათქვიფოთ.

დავუმატოთ რომი და კვერცხის გულები.

კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ. როდესაც ფაფუკ მასას მივიღებთ, დავაყაროთ შაქარი. უნდა მივიღოთ მყარი მასა, რომელიც ჯამის გადმოტრიალებისას არ იძვრის. გათქვეფილი ცილა ხის კოვზით ფრთხილად ავურიოთ შოკოლადის მასაში და ჩავასხათ ფორმებში. სევდგათ მაცივარში 4-5 საათით.

შოკოლადის მუსის მომზადებისას არ არის რეკომენდებული რძიანი შოკოლადის გამოყენება. რომი კონიაკითა და შოკოლადის ლიქიორით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა.



ტეგები:
ნანახია: 24256