ქათმის ფილე ბრინჯით - ირმა სოხაძის რეცეპტით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ჩვენი ჟურნალის სტუმარი ცნობილი მომღერალი, ქალბატონი ირმა სოხაძე გახლავთ. როგორც მან განაცხადა, აქვს რამდენიმე საფირმო რეცეპტი, რომელთა გაზიარებაც ჩვენი მაყურებლისთვის სწორედ "გემრიელის" საშუალებით გადაწყვიტა. ქალბატონ ირმას დიდ მადლობას ვუხდით მოწოდებული რეცეპტისათვის და ჩვენს მკითხველს შევთავაზებთ ბრინჯით მომზადებული ქათმის გემრიელ რეცეპტს, რომელიც თავად მოვამზადეთ.

ინგრედიენტები

  • ხახვი - 3
  • სტაფილო - 3-4
  • გრძელი ბრინჯი - 300 გ
  • ქათმის ფილე - 400 გ
  • ზეთი - 100 მლ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ცოტა ზეთში შევწვათ ქათმის ფილე და მოვაყაროთ მარილი.

მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ გარეცხილი, ბრინჯი და მოვხარშოთ, შემდეგ კი საწურით რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ დავდგათ.

ღრმა ტაფაში ან ქავაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ დაწრილი ხახვი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ხახვი გაოქროსფრდება, დავუმატოთ მსხვილად გახეხილი სტაფილო. ვშუშოთ რამდენიმე წუთი, რომ სტაფილო დარბილდეს. შემდეგ ნელ-ნელა ცავუმატოთ ბრინჯი და თან ვურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი შემწვარი ქათმის ხორცი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. კერძი მზადაა.

რჩევა

მარილთან და პილპილთან ერთად კერძს შეგვიძლია დავუმატოთ სხვა სასურველი სანელებლები. განსაკუთრებით მოუხდება ძირა.