ქონდარი გავრეცხოთ, შევაშროთ და წვრილად დავჭრათ.კვერცხი, მარილი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ.დავუმატოთ არაჟანი, რძე და სოდა ძმრით.ცომს ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი და ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.დავასხათ 3-4 ს.კ. ზეთი. თუ ცომის კონსისტენცია ძალიან თხელი იქნება, შეგვიძლია დავუმატოთ ფქვილი, ხოლო თუ სქელ კონსისტენციას მივიღებთ, შეგვიძლია გავათხელოთ რძით ან წყლით.ცომში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ქონდარი.ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. გაცხელებულ ტაფაზე სადილის კოვზით დავასხათ ცომი და საშუალო ცეცლხე ორივე მხრიდან შევწვათ.რჩევაქონდრის ტაბაკა შეგვიძლია მივირთვათ სხვადასხვა ჯემთან, თაფლთან და მურაბასთან ერთად.სირთულე – 1 დრო – 35 წუთი ულუფა – 12 ცალი